საქართველო ევრობასკეტი 2021 წლის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს
საქართველო ევრობასკეტი 2021 წლის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს
15.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


გერმანიაში,  მიუნჰენში გამართული ცერემონიის დროს,  ფიბა-ს 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძელ ქვეყნებს შორის საქართველოც დაასახელეს.


გამოცხადების ცერემონიას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის, სპორტის სამინისტროს და ეროვნული ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელიას გარდა, საქართველოს პრეზიდენტი,  სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. სწორედ, მას მიმართა ფიბა-ს ევროპის პრეზიდენტმა თურგაი დემირელმა, თხოვნით, რომ მომავალი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საორგანიზაციო ჯგუფს ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინოს.


გამოცხადებამდე, ფიბამ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია მომავალ პრეზენტაციამდე სადაც, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პაატა გურასპაულის კომენტარიც იყო.


„საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც დიდი საკალათბურთო ტრადიციები აქვს, საკალათბურთო ჩემპიონატი ნიშნავს, კალათბურთელთა ბევრი თაობების ასრულებულ ოცნებას, გამოწვევა, სავსე სასახლე და უდიდესი საკალათბურთო ატმოსფერა  და ზეიმი" - ამბობს პაატა გურასპაული, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ფიბას ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.


ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, საქართველო, უნგრეთი, იტალია და სლოვენია, ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებიც ფიბა-ს ევრობასკეტი 2021-ის, რიგით 41-წ გათამაშების ჩატარებაზე აცხადებდნენ პრეტენზიას.


საქართველოს გარდა ევრობასკეტი 2021-ის ჯგუფური ეტაპები გაუმართება იტალიაში, ჩეხეთსა და გერმანიაში. ასევე გერმანიაში, ბერლინსა და კიოლნში გაიმართება მომავალი თამაშების დასკვნითი ეტაპი.


დასასრულს, ფიბა ევროპის პრეზიდენტმა იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ ერგოთ პატივი ევრობასკეტი 2021 წლისთვის ემასპინძლათ, თხოვნით მიმართა, რომ ყურების ჩამოყრის დრო არ არის, რადგან კიდევ ბევრი ტურნირი იგეგმება და ყველა ქვენას თავისი გამოცდა ექნება ჩასაბარებელი.