„საბურთალოს“ ფეხბედნიერი დებიუტი მოლდოვაში
„საბურთალოს“ ფეხბედნიერი დებიუტი მოლდოვაში
10.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„საბურთალომ" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის  პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი სტუმრად მოიგო. თბილისურმა გუნდმა ტირასპოლში, "შერიფი" 0-3  დაამარცხა და საპასუხო მატჩის წინ, რომელი 16 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხზე გაიმართება, სოლიდური ნაბიჯი გადადგა.


დღევანდელო შეხვედრა, მოულოდნელად წარიმართა მასპინძელი გუნდისთვის. პირველ ტაიმში, რომელიც თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა, ორივე გუნდმა ერთმანეთის კართან 2-2 სახიფათო მომენტი შექმნა. თუმცა, ანგარიში სტუმრებმა, ქართველმა ფეხბურთელებმა გახსნეს. 30-ე წუთზე, „შერიფის" მცველთა შეცდომით კარგად ისარგებლა  ოგნიენ როლოვიჩმა და თავურით, გოლი გაიტანა.


მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში, ზორან ზეკიჩმა ორი შეცვლა გააკეთა და თითქოს, მასპინძლებმაც გამოასწორეს თამაში, „საბურთალო" მაინც ახერხებდა ბურთის კონტროლს და ამასთან მეტოქის კართან სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ. ამან, ბუნებრივია შედეგი გამოიღო და 67-ე და 71-ე წუთებზე, ზუსტად ოთხწუთიან მონაკვეთში, ჯერ გიორგი კოხრეიძემ, შემდეგ კი, ლევან კაკუბავა, ანგარიში 3-მდე გაზარდეს. ეს კი, საბურთალომ ისე მოახერხა, რომ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.


„საბურთალო": ომარ მიგინეიშვილი, ნიკა მალი, გაგი მარგველაშვილი, ვაგნერ გონსალვესი (70'), გიორგი კოხრეიძე (77'), ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი დიასამიძე, გიორგი რეხვიაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ოგნიენ როლოვიჩი, თორნიკე გორგიაშვილი (61')

შეცვლა: 61' ლევან კაკუბავა,  70' ლაშა შინდაგორიძე, 77' გიორგი გაბედავა

გაბრთხილება: 44' გიორგი კოხრეიძე, 58' ლუკა ლაჯვეხელიანი,  

გოლები: 30' ოგნიენ როლოვიჩი, 67' გიორგი კოხრეიძე, 71' ლევან კაკუბავა

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

 


"საბურთალოს" ფოტო