გიორგი პაპუნაშვილის კომენტარი ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით
გიორგი პაპუნაშვილის კომენტარი ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით
20.05.2019
ავტორი:

ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა ესპანურ ლალიგაში მოთამაშე გიორგი პაპუნაშვილმა.


„ძალიან ცუდი და სამარცხვინო ფაქტია როდესაც ფეხბურთელი ყიდის იმას რისთვისაც ბავშვობიდან შრომობდა, თავის თავის გარდა ყიდის თანაგუნდელს და გულშემატკივარს, დღეს ჩემმა ესპანელმა გუნდელებმა ჩემზე ადრე გაიგეს ეს იმფორმაცია და მეკითხებოდნენ თუ რა ხდებოდა საქართველოში,ვერაფერი ვუთხარი. ერთმნიშვნელოვნად ამაზრზენია ყველა ვინც გარეულია ამ საქმეში, მთავარია ის ხალხი გამოვლინდეს ვინც ამას სათავეებში უდგას!", - წერს საკუთარ გვერდზე ფეხბურთელი.


შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე  8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს.