TSFF.GE არის სპორტული ვებ-პორტალი, სადაც სპორტის მოყვარულებს შეუძლიათ ქართული სპორტის, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე იმ სპორტული მოვლენების შესახებ წაიკითხონ, რომელშიც ქართველი სპორტსმენები მონაწილეობენ.


ერთი ვებ-გვერდი, რომელიც ძირითადად იმ მოხალისეების ენთუზიაზმე კეთდება, რომლებსაც უყვართ სპორტი და სურთ, რომ ქართველი სპორტსმენების და მათი მიღწევების შესახებ ყველამ იცოდეს, სრულად ვერ მოიცავს ყველა იმ სპორტულ ღონისძიებას, რომელიც ყოველდღიურად მსოფლიოში ტარდება. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვციდლობთ, არ გამოგვრჩეს არც ერთი შეჯიბრი ქართველი სპორტსმენების მონაწილეობით.


ბუნებრივია, ამა თუ იმ მოვლენის გაშუქებას, ჩვენ ვხელმძღვანელობთ კონკრეტული სპორტული ფედერაციების მიერ მოწოდებული სპორტული წლის კალენდრითა და ამ ფედერაციების კეთილი ნებით, ითანამშროლონ ჩვენს ვებ-გვერდთან.


სპორტული ვებ-პორტალი TSFF.GE არის გამონაკლისი სივრცე, სადაც საქართველოში მინდინარე სპორტული მოვლენების შესახებ გადამოწმებული და ჟურნალისტური სუბორდინაციის წესების დაცვით დამზადებული მასალის გაცნობაა შესაძლებელი.


TSFF.GE, აღნიშნული ვებ-პორტალის გარდა აერთიანებს რამდენიმე სპორტული თემატიკის პროექტს, რომელთა შორის გამოვყოფდით თბილისის სპორტული ფილმების ფესტივალსა და ფოტო-პროექტს „სპორტფოტო". აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად, ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორთან, ასევე - საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგელობებთანაც.


ჩვენმა გუნდმა სპორტული მიმართულებით პროექტების განხორციელება დაიწყო 2004 წლიდან. მათ შორის ერთ-ერთი პირველი პროექტი იყო თბილისის სამთო, სათავგადასვალო და ექსტრემალური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიამორი" (დღევანდელი „თბილისის სპორტული ფილმების ფესტივალის" წინამორბედი), რომელშიც 2004-2014 წლებში მონაწილეობა 22 ქვეყნის 200-მდე დოკუმენტურმა ფილმა მიიღო.


მომავლოდ, უკვე არსებულის პარალელურად, ვგეგმავთ ახალი პროექტების ჩაშვებას. მათ შორის სპორტში დასაქმებული ქალების თემატიკა, ჩვენი სამომავლო საქმიანობისას გახდება პრიორიტეტი. ამ მიმართულებით, მზად ვართ ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ მხარეებთან და ორგანიზაციებთან.


 

 

 

 

 

 

 

 

 


"სპორტფოტო" - არის ყოველწლიური ფოტო პროექტი, რომელიც საქართველოში მიმდინარე სპორტული მოვლენების, ასევე, მის ფარგლებს გარეთ ქართველი სპორტსმენების ან ფოტოგრაფების მონაწილეობით გამართული სპორტული ღონისძიებების აღმნუსხველი კადრების შეგროვებას ისახავს მიზნად.


პროექტმა ფუნქციონირება 2014 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ, ყოველწლიურად, თებერვალში განვლილი სპორტული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენებისას გადაღებული ფოტოების გამოფენა ეწყობა და გამოიცემა კატალოგი. ამ წლების მანძილზე პროექტში მონაწილეობა 40-ზე მეტმა სპორტულმა ფოტოგრაფმა და ფოტო-მოყვარულმა მიიღო.


პროექტის, "სპორტფოტოს" დაფუძნების დღიდან, რომლის მიზანიც, საქართველოში, სპორტის პოპულარიზაცია და ცნობადი სახეების დახმარებით, მასობრიობის გაზრდაა, პარტნიორი არის ქალაქ თბილისის მერია.


აღნიშნულ პროექტამდე, ჩვენი ორგანიზაცია 2004 წლიდან 2014 წლამდე თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური ფილმების ფესტივალის „ნიამორის" ფარგლებში ყოველწლიურად ატარებდა ანალოგიური შინაარსის ფოტო-გამოფენებსა და კონკურსებს. რომელთა შორის, უცხოელი მონაწილენიც იყვნენ. სწორედ, "სპორტფოტოს" წინამორბედის დამსახურებაა, რომ ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდებმა დაიწყეს სათავგადასვლო და ექსტრემალური სპორტული სახეობების შესახებ ფოტოების გადაღება. სხვათა შორის, "სპორტფოტო"-ში ალპინიზმისა და სპორტის ექსტრემალური სახეობების ფოტოებს დღემდე განსაკუთრებული ადგილი უკავია.


თუმცა, ამასობაში, ჩვენი ყურადღება მიიქცია სხვამ, არანაკლებ მნიშვნელოვანმა თემამ - სპორტული ფოტოს ნაკლებობამ. განსაკუთრებით, სპორტული და ქართველი სპორტსმენების მიერ ნაჩვენები შედეგების ვიდეო და ფოტო-კადრების ნაკლებობა, მე-20 საუკუნის 90-იანი წლების და 21-ე საუკუნის დასაწყისზე მოდის. ეს კი, ის პერიოდია, როდესაც ქართული სპორტის სხვადასხვა სახეობების წარმომადგენლებმა, თანამედროვე ქართული სპორტის ისტორიის წერა დაიწყეს. მათი სახელები და უფრო სახეები, კი ხშირად ფირზე აღუბეჭდავი დარჩა. დღემდე, ამ პერიოდის ფოტო-არქივად, ქართული მედია, უცხოური ფოტო-პორტალების მიერ გადაღებულ და შემონახულ ფოტო-მასალას იყენებს.


ბუნებრივია, სპორტულ ფოტო, ქართველი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული, იბეჭდებოდა ქართულ სპორტულ გამოცემებში. თუმცა, ხშირ შემთხვევაში არ იყო დაცული საავტორო უფლებები. ჩვენი პროექტი, სამომავლოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ, სპორტული ფოტოგრაფიის პოპულარიზაციასა და მისი საჭიროების პარალელურად, სწორედ ამ მიმართულებით აპირებს მუშაობის გაგრძელებას.